მუზეუმის თანამშრომლები მოგიწოდებთ, ქართველ ექიმებს, “საექიმო ოჯახების” წარმომადგენლებს, უბრალოდ ყველა მოქალაქეს, რომ ხელი შევუწყოთ ქართული სამედცინო ტრადიციების შესახებ მონაცემების ერთ სივრცეში მოქცევას, შესაბამისად გთხოვთ, რომ შეძლებისდაგვარად გადმოგვცეთ:
- ქართველ მედიკოსთა პირადი არქივები;
- ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტაცია;
- ფოტოები (ან უფლება მოგვცენ გავაკეთოთ ასლი);
- ძველი წიგნები და პერიოდიკა _ ჟურნალები, გაზეთები;
- სამედიცინო ხელნაწერები;
- არქეოლოგიური მასალა;
- ხალხური მედიცინის მასალები: ჩანაწერები, რეცეპტურა, ხელსაწყოები, ჰერბარიუმები;
- ძველი სამედიცინო ხელსაწყოები და აპარატურა;
- მონაცემები საქართველოს სამკურნალო მცენარეების, საკურორტო ზონებისა და მინერალური რესურსების შესახებ.