დასრულდა მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის კათედრის თანამშრომლების მიერ 40 წლის წინ დაწყებული სამუშაო, კერძოდ: ქართული სამედიცინო ხელნაწერების აღწერილობითი კატალოგის შედგენა.
ქართულ სამედიცინო ხელნაწერთა წინამდებარე კატალოგი პროფესორ მიხეილ შენგელიას ინიციატივითა და ქართველ მედიცინის ისტორიკოსთა ძალისხმევით შეიქმნა .ის მოიცავს დროის მონაკვეთს ადრე შუასაუკუნეებიდან XX საუკუნის შუახანებამდე და წერილობითი ძეგლების სხვადასხვა ტიპს აერთიანებს. ხელნაწერთა რაოდენობა ჯერჯერობით 526-ია და ამ მხრივ, საქართველო მსოფლიოს უდიდესი სამედიცინო ტრადიციების მქონე ქვეყნების რიცხვშია. მსგავსი კატალოგი სულ რამდენიმეა გამოქვეყნებული, სადაც ხელნაწერთა მხოლოდ ტექნიკურ აღწერილობას ვხვდებით. წინამდებარე ნამშომს აღწერილობითი ფორმის მაშტაბითა და საძიებო რესურსებით ანალოგი არ გააჩნია,იგულისხმება თითოეული ხელნაწერის დეტალური ტექნიკური აღწერილობა, მათში მოტანილ დაავადებათა სინდრომთა და სიმპტომთა ჩამონათვალი და გამოყენებულ სამკურნალო მცენარეათა ლექსიკონი, თანამედროვე ლათინური ბინარული ნომენკლატურითა და ქართული ბოტანიკური შესატყვისებით.
კატალოგი განკუთვნილია როგორც ჰუმანიტარული პროფილის, ასევე მედიცინისა და საბუნებისმეტყველო დარგების მკვლევართათვის. ის ღირებულ რესურს წარმოადგენს დაინტრესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
წიგნი მომზადდა და გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით.
წიგნის პრეზენტაცია შედგა ქალაქ მიუნხენში, 14-15 ივლისს, ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. კონფერენციის თემა გახლდათ ‘სამედიცინო ტრადიციები ბიზანტიასა და მის ირგვლივ’, სადაც მონაწილეობას იღებდა მხოლოდ 14 მონაწილე – საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტი. თითოეულ მონაწილეს 30-40 წუთიანი პრეზენტაციის საშუალება მიეცა. პროფესორმა რამაზ შენგელიამ აუდიტორიას მოუთხრო ქართული სამედიცინო ხელნაწერების შესახებ და 40-წლანი კოლექტიური შრომის შედეგი წარუდგინა. კატალოგმა ძალზედ დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა.
რამაზ შენგელიამ კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ გამოჩენილი გერმანელი ენათმეცნიერისა და ქართველოლოგის – პროფესორ ჯოსტ გიპერტის შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო: