ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი 1963 წელს შეიქმნა "ლურჯ მონასტერში" მიხეილ შენგელიას ინიციატივით და გამოჩენილი ქართველი მედიკოსების (კ. ერისთავი, ვლ. ჟღენტი, გ. მარუაშვილი, პ. ქავთარაძე) აქტიური მხარდაჭერით. ის ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი იყო თავისი დანიშნულებით და შინაარსით. დროთა განმავლობაში მონასტერი, რომელიც განადგურებას შიგ მოთავსებული მუზეუმის წყალობით გადაურჩა, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას დაუბრუნდა. მუზეუმს გადაეცა მედინისტიტუტის ყოფილი პირველი კორპუსი (დიმ. უზნაძის 51)